02:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 12:42:55, 753 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება 2008 წლის ომში ხშირად საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს

„ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ძალიან ხშირად სწორედ საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წელს მომხდარ სამხედრო აგრესიაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის პოზიციები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ძლიერია, თუცა კითხვის ნიშნებს ტოვებს ხელისუფლების მიერ პოზიციების დაცვის საკითხი.

„იმედი მაქვს სტრასბურგის სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. იმიტომ, რომ ჩვენი პოზიციები ცხადია არის ძალიან ძლიერი, თუმცა კითხვა მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოახერხა დღევანდელმა ხელისუფლებამ გასული წლების მანძილზე ჩვენი, საქართველოს და სახელმწიფოს პოზიციის დაცვა აღნიშნული სარჩელის წარმართვისას, რადგან ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ძალიან ხშირად სწორედ საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წელს მომხდარ სამხედრო აგრესიაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგი სასამართლო საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენს გამოაცხადებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics