10:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 12:38:11, 674 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჯანდაცვის 46 000 მუშაკის აცრა იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჯანდაცვის 46 000 მუშაკის აცრა იგეგმება.

მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორის შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწსებულებების ბენეფიციარები და პერსონალი აიცრებიან.

„ბუნერივია, რომ ჩვენს გეგმაში ავსახავთ იმ ვაქცინებს, რომლებიც იქნება ეფექტური და ხარისხიანი. იმუნიზაციის პროგრამის გაშლა იგეგმება ეტაპობრივად, პირველ ჯგუფში მოხდება მეტად მაღალი რისკის პირების მოცვა, რომელსაც შემდეგ დაემატებიან სხვა პირები. პირველი ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი არიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები. ამ ჯგუფის სამიზნე მოსახლეობა ჯამურად 71 000-ია. მოცვის მაჩვენებელი არის 65% არის იმგვარი დაშვება, რომ რიგ შემთხვევაში, ჯანდაცვის პროფესიონალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან ექნება რამე თანხმლები მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა, ვაქცინაცია არ იყოს ნაჩვენები, ამდენად, სამიზნე მოცვა არის 65%, რაც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფების მოცვის მაჩვენებელი.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი იქნება, ჯანდაცვის 46 000 მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე, ძალიან მალე, მაღალი ალბათობით ეს იქნება უკვე ამ წლის პირველი კვარტალი, ველოდებით, რომ ვაქცინებს მივიღებთ პორველ კვარტალში და დაიწყება ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ამას შემდეგ მოყვებიან ხანგრძლივი მოვლის დაწსებულებების ბენეფიციარები და პერსონალი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics