15:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 15:55:37, 676 ნახვა

სამართალი
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები დაზუსტებულ ბრალს არ ეთანხმებიან

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზუსტებულ ბრალს არ ეთანხმება.

მისი თქმით, საბრალდებო მუხლში არაფერი შეცვლილა.

„დღეს დაზუსტებულ ბრალდებაში ჩაემატა ორი სიტყვა, „სხვისი დავალებით“. თითქოს, სხვისი დავალებით ხორციელდებოდა მთელი ის მოქმედებები, რასაც ბრალდებულებს ედავებოდნენ აქამდე. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. ჩვენთვის ამ ეტაპზე, ეს არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება და იმ ორი წერილობითი სიტყვითაა ცნობილი, რომელიც ბრალდებაშია ჩაწერილი. ამ ეტაპისთვის სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს, ციხეში რამე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ივერი მელაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, მისთვის ყოველივე ეს მიუღებელია“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს ბრალდება დაუზუსტა. ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებულები ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, განზრახ მოქმედებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics