|
2021-01-20 14:10:49, 919 ნახვა
პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - თუ საქართველო ჩვენს უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, მისთვის ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს
ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, ენტონი ბლინკენი საქართველოს შესახებ საუბრობს. ბლინკენმა კითხვაზე, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ნატო-ში საქართველოს შეყვანას, განაცხადა, რომ თუ საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, მაშინ ნატო-ს კარი ქვეყნისთვის ღია უნდა დარჩეს. „თუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს]“, - განაცხადა ბლინკენმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)