12:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 11:31:23, 512 ნახვა

სამართალი
2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

მათი ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, ზ.ო.-მ და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, ვ.ტ. კლინიკაში გარდაიცვალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, ჯერ სამი პირი, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics