12:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 13:20:56, 594 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე გადაწყვეტილებას მიმდინარე დღეებში მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალური გადაწყვეტილება მიმდინარე დღეებში იქნება მიღებული.

მისი თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების თაობაზე დეტალური გეგმა ჩამოყალიბდება, რომელიც ქვეყანას კორონავირუსთან არსებული მიღწევის  შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

„რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით მიდის მსჯელობა და ჩამოყალიბდება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების ძალიან დეტალური გეგმა, თავისი კალენდრით, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად ამდენი ხნის განმავლობაში მივიღეთ. დღეს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები არ მაქვს, თუმცა ამაზე მიმდინარე დღეებში იქნება უკვე დეტალური გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics