2021-01-17 18:33:13, 722 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, რომ ამ ვაქცინას უკუეფექტი არ ჰქონდეს - უნდა აიხსნას, როგორ მოქმედებენ ადამიანზე
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე „რუსთავი 2“-თან აცხადებს, რომ არ შეიძლება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უკუეფექტი არ ჰქონდეს.
მისი თქმით, ადამიანებს უნდა აუხსნან, როგორ მოქმედებს ვაქცინა და რა უკუჩვენება აქვს მას.
„არ შეიძლება, რომ ამ ვაქცინას უკუეფექტი არ ჰქონდეს და აუცილებელია, რომ კონკრეტულ პრეპარატებზე არა ისე საერთოდ ვაქცინაზე, არამედ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი. და კონკრეტული პრეპარატები იყოს ახსნილი, რას წარმოაგდენენ ისინი, როგორ მოქმედებენ ადამიანებში, როგორ იცავენ ვირუსისგან და უკუჩვენება გააჩნია მათ. ეს არის ჩემი პირადი აზრი რა თქმა უნდა ამაზე იმსჯელებს მღვდელმთავრები და მერე ჩამოყალიბდება ეკლესიის აზრი“, - განაცხადა მეუფე თეოდორე ჭუაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,