|
2021-01-16 14:09:27, 664 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - როცა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას
„როცა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნებით გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა. „ქართული ოცნების“ სულის ჩამდგმელმა, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩვენ ქვეყნისთვის მძიმე დროს მოვიდა და შეძლო კონსოლიდაცია მაშინ, როცა ყველა იმედი დაკარგული ჩანდა. ჩვენს ხალხთან ერთად დაამარცხა მოძალადე რეჟიმი და საქართველოში თავისუფლებისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა. დიდი გამარჯვებების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნებით გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უანგარო მსახურება. ახლა როცა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)