|
2021-01-14 14:22:22, 641 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს ჩვენს მოთხოვნებს, მზად ვართ პარლამენტში შევიდეთ
„მოქალაქეები“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს მათ მოთხოვნებს, მზად არიან, რომ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ. როგორც ელისაშვილი ამბობს, მათი მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ელექტრონულ არჩევნები. „მეხუთე რაუნდი უსაშველოდ გაიწელა და როდის იქნება არ ვიცით და ამასობაში დაგვემხო ქვეყანა თავზე. მე და ლევან იოსელიანი გადაწვეტილებებს თავად ვიღებთ, არ ვეკითხებით არც ივანიშვილს და არც სააკაშვილს, მით უმეტეს გიგა ბოკერიას. გვინდა ოპოზიციაში გავმართოთ კონსულტაციები მათთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გაბედულება, რომ მიიღოს თამამი გადაწვეტილება. თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს იმას, რასაც ვითხოვთ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასა და ელექტრონულ არჩევნებს, მზად ვართ რომ შევიდეთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)