|
2021-01-12 09:47:10, 660 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ერთი პირი დააკავეს. 1979 წელს დაბადებულ მ.ს.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)