|
2015-10-01 17:45:51, 1013 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო თავდასხმისგან ექიმების დაცვის მიზნით შსს–თან თანამშრომლობს
ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებზე საზოგადოების თავდასხმისგან დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. „ის დამოკიდებულება, რაც საბედნიეროდ საზოგადოების მცირე ნაწილში არის ექიმების და განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების ექიმების მიმართ, აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ადამიანები, რომლებიც მიიჩქარიან, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ, ხდებიან თავდასხმის მსხვერპლნი. ჩვენ შარშან ამის შესახებ საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, როდესაც ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. ჩვენ შსს–სთან ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ ეფექტურ მოდელს მალე დავასრულებთ, რომელიც ჩემს კოლეგებს ასეთი აბსოლუტურად მიუღებელი, ასოციალური საქციელისგან დაიცავს“, – აღნიშნა სერგეენკომ. შეგახსენებთ, ბოლო დროს სასწრაფო– სამედიცინო დახმარების ექიმებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)