|
2021-01-11 12:05:56, 520 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი ადამიანია, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო. როგორც მდინარაძემ განაცხადა, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელზეც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა. „ბუნებრივია, ადამიანურად, ჩემთვის და ყველა ჩვენი თანაგუნდელისთვის, გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი, ჩემი აზრით. დღეს მან გადაწყვიტა, რომ ამ პროცესსში, მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი და მთავარი ფაქტორი, არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე დამოკიდებული და ეს უნდა უზრუნველყოს კიდევუ ფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტების ერთობლიობა. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ, ეს ასეც იქნება და საქართველოგ ააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა და მე ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევას „ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით გაართმევს თავს, რადგან უკვე არსებობს დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოფს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)