22:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 17:25:45, 724 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ს ელჩს იან კელის შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, ხაზი გაესვა, პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ორი ქვეყნის წარმატებული და შედეგიანი ურთიერთობების მნიშვნელობას.

მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არსებული საფრთხეები და ახლადშექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცება და გააქტიურება.

ვახტანგ გომელაურმა და იან კელიმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გამოკვეთილ პერსპექტივებზე.

„პირველი შეხვედრა მქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან. ეს იყო ძალიან პროაქტიური შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეეხო. ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენი კოოპერაცია. მე მადლობა გადავუხადე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ყველაფრისთვის, რასაც მისი სამსახური აკეთებს, გვეხმარება ჩვენ და იცავს ადამიანების უსაფრთხოებას. ვისაუბრეთ საზღვრის დაცვის ასპექტებე და კონტრტერორიზმის საკითხებზე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics