|
2021-01-10 16:35:38, 1157 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესმენი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოსა და NATO-ს სხვა მოკავშირეებზე რუსეთის თავდასხმებს წინ აღუდგება
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს საქართველოსა და NATO-ს სხვა მოკავშირეებზე, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა „ამერიკულ ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. როგორც კონგრესმენმა განაცხადა, აშშ არ აპირებს პუტინის მიმართ შემწყნარებლობას. „ჩვენ წინ აღვუდგებით, ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებს და დემოკრატიებს მთელ ევროპაში. ამიტომ, არ ვაპირებთ პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც ხდება უკრაინაში, ყირიმში. ჩვენს მოკავშირეებს გვერდში დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)