2021-01-08 11:35:49, 439 ნახვა
სამართალი
აბაშის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა
აბაშის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ კეთილნარში ყაჩაღობის შედეგად დაშავდა 81 წლის მამაკი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან