|
2021-01-07 17:11:37, 2208 ნახვა
სპორტი
რაგბის კავშირის პრეზიდენტს რეგისტრაცია შეუჩერდა
რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერდა აღნიშნული მიზეზი ბაჩო ხურციძის საჩივარი გახდა. „ვამტკიცებდი და ვამბობდი, რომ ეს ყრილობა იყო არასწორად, უკანონოდ ჩანიშნული. რადგან ჩაატარეს უკანონო ყრილობა მე შევიტანე განცხადება, რომ ეს იყო არასწორად ჩანიშნული და გაეთვალისწინებინა. რეესტრმა გაითვალისწინა ეს შენიშვნები. ერთადერთი რამაც შეიძლება ხარვეზი გამოიტანოს, არის ხელახალი ყრილობა“, - განაცხადა ბაჩო ხურციძემ. ფაქტს გამოეხმაურა ირაკლი აბუსერიძეც. „ის ადამიანები, ვინც ამის უკან დგანან, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართული რაგბის განვითარებას ხელი შეუშალონ. ეს არ არის უკვე ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)