|
2021-01-07 12:05:13, 936 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - დროა, გაბედული ნაბიჯები გადაიდგას და დაიწყოს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს. როგორც სამადაშვილი „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში წერს, იმპიჩმენტი დონალდ ტრამპს სამუდამოდ ჩამოაშორებს პოლიტიკას და შექმნის პრეცედენტს მომავლისთვის. „დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში, ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო. ცხადია, ეს ბევრ ადამიანს ესმოდა, ვინც ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა. თუმცა ახლა, როდესაც რუსეთის ეს პოლიტიკური პროექტი, პრინციპში, ფიასკოთი დასრულდა და ინსტიტუციურმა მოწყობამ, რომელიც აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა ორი საუკუნის წინ შექმნეს, იმუშავა, დროა, გაბედული ნაბიჯები გადაიდგას: 1. დაიწყოს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა, ეს მას სამუდამოდ ჩამოაშორებს პოლიტიკას, ასევე პრეცედენტს შექმნის მომავლისთვის. 2. რუსეთის ჰიბრიდული ომი აშშ-ის წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების მანიპულირებით საკუთარი ამოცანების განხორციელება, აშშ-ის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს; 3. ძლიერი, ორპარტიული ინიციატივებით დაიწყოს აშშ-ის მორალური ავტორიტეტის აღდგენა მსოფლიოში“, - წერს სამადაშვილი. ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)