|
2021-01-05 12:08:24, 561 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით ძალაში რჩება
„ჯერჯერობით ის სქემა, რომელიც დაანონსდა 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ძალაში რჩება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, 16 იანვრიდან მოლების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ინფიცირების შემთხვევების მატება. „ჯერჯერობით ის სქემა, რომელიც დაანონსდა 16-ის შემდეგ, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ძალაში რჩება, თუმცა ჩვენ უნდა გავიაროთ მანამდე ორი კვირა და ეს ორი კვირა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან გამოვლინდება თუკი 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შემსუბუქების პერიოდში გამოიწვია თუ არა მატება. თუ იგივე კრიტიკულ რაოდენობას მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, საბჭო დამატებით იმსჯელებს მექანიზმებზე, რომელიც 16 იანვრის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გაბუნია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)