2021-01-03 11:47:56, 1260 ნახვა
ომი უკრაინაში
24 საათში 417 ადამიანი დაინფიცირდა გარდაიცვალა 31 ადამიანი
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,