06:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 10:45:57, 522 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში პილიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც პოლიტიკური წარსული ჰქონდათ.

ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.

"მე არ მაქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, შესაბამისად, მე კანონებს ვერც ვწერ, ვერ ვიღებ, მე მათ მხოლოდ ვეტოს ვადებ ხოლმე, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს. კანონი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ვიცი რომ იხილებოდეს, პარლამენტში თუ არის ასეთი ინიციატივა. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას - პოლიტპატიმარი, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმედ გასაგონი სიტყვა და მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული, აქვთ პოლიტიკური აწმყო. ეს საკითხები გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics