|
2020-12-31 14:56:01, 898 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვისთვის „მთავარი არხი“ გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარ არხს" მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება მისცა. კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ „მთავარმა არხმა" პარტია „ქართულ ოცნებას" მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია. „ „მთავარი არხი" ინფორმირებული იყო, რა პერიოდიდან და რა პრინციპით უნდა განეთავსებინა უფასო პოლიტიკური რეკლამა მეორე ტურის დროს. ამის შესახებ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიამ შეტყობინება 3 ნოემბერს გაუგზავნა და შეახსენა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. მეორე წერილი კი მაუწყებლებს 16 ნოემბერს გაეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მაუწყებელს ორჯერ შეახსენა ვალდებულება, „მთავარმა არხმა" აღნიშნული არ გაითვალისწინა. არხმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 761 მუხლის 21-ე პუნქტი დაარღვია. კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ „მთავარ არხს" ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა არ ჩაუდენია და მაუწყებელს წერილობითი გაფრთხილება მისცა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)