|
2020-12-31 11:40:23, 1364 ნახვა
პოლიტიკა
2020 წელი „ექსპრესნიუსის“ ობიექტივში
2020 - გამორჩეულად რთული და დაძაბული წელი, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის, სრულდება. დაუხული სკოლები, ცარიელი ქუჩები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რთული პოლიტიკური ვითარება, საპარლამენტო არჩევნები და ტრადიციულად, საპროტესტო აქციები. გაიხსენეთ როგორი იყო 2020 წლის საქართველო „ექსპრესნიუსის“ ობიექტივში.
2020 წლის პირველი აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პროპორციულ საარჩევნო სისტემას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ
სასჯელაღსრულების დაწესებულებას 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ტოვებს
ქვეყანაში 21 მარტს ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, წესდება ე.წ კომენდატის საათი და მოქალაქეებს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება ეზღუდებათ. იხურება სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, აგრარული ბაზრები. მუშაობას აჩერებს ტრანსპორტი
პანდემია და ეკლესია - მოსახლეობას ეპიდემიოლოგები და მთავრობა სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, თუმცა მრევლმა სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლა გადაწყვიტა. დაცულია სოციალური დისტანცია, ყველას უკეთია პირბადე. მრევლის ნაწილი ლოცვებს ტაძრის გარეთ ესწრება
ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - ასობით დაზარალებული ადამიანი ხანძრის ლოკალიზების შემდეგ ტერიტორიაზე გადარჩენილი ნივთების წამოსაღებად მივიდა
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ომის ვეტერანები ვაკის პარკში შეიკრიბნენ
1 წელი 2019 წლის 20 ივნისიდან - აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან
ისტორიული მოვლენა - საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი დაუჭირა
12 წელი 8 აგვისტოს ომიდან
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლთან ორი დღით უფასო ტესტირება ჩატარდა კორონავირუსზე.
აქცია საკანონმდებლო ორგანოდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ინაცვლებს. ოპოზიცია და მოსახლეობა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენეს.
ისტორიული ვიზიტი - ქვეყანაში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, რომელიც შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორთან, დახურულ კარს მიღმა მართავს.
ოპოზიციის შეხვედრები გრძელდება
მეათე მოწვევის პარლამენტი აქციის ფონზე შეიკრიბა. საკანონმდებლო ორგანოსთან ზებრა მივიდა, რომელიც პარლამენტში შესვლას ითხოვდა.
მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპიროვნულად, ოპოზიციის გარეშე იკრიბება.
17 დეკემბერს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთო და თბილისი სოლიდარობით სავსე ქალაქად გამოაცხადა.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|
























ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)