18:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 12:19:33, 568 ნახვა

საზოგადოება
2021 წელს თბილისის მერია ბუკიას ბაღის რეაბილიტაციას განახორციელებს

მომავალ წელს ბუკიას ბაღის სრული განახლება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„2021 წლის ბიუჯეტში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია და განახლება. ამჟამად ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მიხარია, რომ ეს სივრცე მოწესრიგდება. აღნიშნული ტერიტორია, სამწუხაროდ, მოიცავს სივრცეებს, რომელიც დიდი ხნის წინ გასხვისებულია და კერძო საკუთრებაშია. სამწუხაროდ, იცით უამრავი ფაქტი, როდესაც ხდებოდა სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ მათი სხვადასხვა მიზნით  გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცეები ისევ დაუბრუნდეს  მუნიციპალიტეტს, მოწესრიგდეს და განახლდეს ერთიანი გეგმით და ხედვით.

დღეს, თუ არ ვცდები,  ეს კონკრეტული ტერიტორია შემოღობილია. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს, განიმუხტოს, გაერთოს. ჩვენს ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ამ ბაღის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა შესაბამის უწყებებს დაავალა, დაეხმარონ საბურთალოს გამგეობას,  რათა აღნიშნული კერძო საკუთრება დროულად გამოისყიდონ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics