|
2020-12-30 12:18:14, 678 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ვეკუა-ხიზანიშვილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით შიდა აუდიტმა მოკვლევა ჩაატარა და შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამის გარდა, იკვეთება მეორე სავარაუდო დანაშაული, კერძოდ, 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტი, რითაც დედაქალაქმა 200 000 ლარი იზარალა.
„გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დავასრულეთ, რომელიც ხარვეზებით წარიმართა. ამასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტმა გარკვეული მოკვლევები ჩაატარა. იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ საკითხებზე. ამასთან მიმართებით მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილი იქნა დოკუმენტაცია შემდეგი მოკვლევის მიზნით. გარდაც ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული. მიწაში განთავსებული ძველი მილების ამოღება მოხდა, დასაწყობდა და ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. რა თქმა უნდა, ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება. აქ საუბარი არის 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტზე. მინიმუმ 200 000 ლარი იზარალა მუნიციპალიტეტმა. ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ რაღაცეების გატარება მოხდება. ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ სავარაუდო დანაშაულში გარეულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)