22:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 20:02:06, 575 ნახვა

საზოგადოება
ანდრია გოცირიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი უსაფრთხოების ნორმების გაცნობა, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა იყო. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრეზენტაცია თემებზე: კიბერუსაფრთხოება და კიბერსივრცე; პირადი მონაცემების უსაფრთხოება; ჰაკტივიზმი, კიბერტერორიზმი და კიბერომები; სმარტფონის უსაფრთხოება; „სპამი“ და „ფიშინგი“.

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის N8 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. ბიუროს მიზანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სტაბილური, ეფექტური და უსაფრთხო სისტემების შექმნა და გაძლიერებაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics