21:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 18:26:12, 620 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: კაპიტალური ხარჯები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მაღალი ხარჯების შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია

„კაპიტალური ხარჯები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მაღალი ხარჯების შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია“,-  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოივანია ამ მიმართულებით გაგრძელდეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მიმართვა.

„ჩვენ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ და ისეთი პროექტები, როგორებიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი,  ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება, ნიშნავს ეკონომიკური ზრდის მძლავრ სივრცესა და პლატფორმას ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეპოქალური მნიშვნელობის პროექტებთან ერთად, გასულ წლებში ჩვენ დავაფინანსეთ შიდა გზების მშენებლობის პროექტები, მნიშვნელოვანი თანხები მიიმართა წლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისად, ამ კუთხით ხარჯებს ვერ შევზღუდავთ", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მიმდინარე ხარჯებში თანხების შემცირების რესურსებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველო ვერთ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მიმდინარე ხარჯების მქონე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა, მისი თქმით, ამ კუთხით შესაძლებელია ეფექტურობის გაზრდა.

„მაგალითად, ოპონენტები გვეუბნებიან - „თქვენ თბილად ხართ ჩინოვნიკები, კარგი ხელფასები გაქვთ“.

არადა საჯარო სექტორში დაბალი ხელფასებია და ვერ პასუხობს 21-ე საუკუნის სტანდარტებს და ეფექტური ბიუროკრატიის გამოწვევებს. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ, საინტერესო, მაღალკვალიფიციურ კადრებს საჯარო სექტორში, თუ არ იქნება შესაბამისი ანაზღაურება. არ ვამბობ, რომ არ შეიძლება თანხების დაზოგვა, მაგრამ ეს დანაზოგი ისევ საჯარო სექტორის განვითარებას უნდა მოხმარდეს. გამომდინარე აქედან, ეს ვერ გახდება ჩვენი ფისკალური კონსოლიდაციის წყარო თუმცა, გიდასტურებთ, რომ  აუცილებლად გასაკეთებელია. შესაბამისად, დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად აუცილებელია თამამი ნაბიჯები, რაზეც ვისაუბრე და ესაა ფისკალური რისკების სწორად მართვა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და საგადასახადო შემოსავლების ზრდა, სადაც ახალი ტექნოლოგიებსა და და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics