21:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 18:44:35, 894 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის 2020“-ის შერჩეულ მონაწილედ დასახელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ფინანსური გამჭვირვალობის  ყოველწლიურ კონკურსში (BARTA) შერჩეულ მონაწილეთა შორის დასახელდა. კომპანიამ „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო-2020“-ის კონკურსში მონაწილეობა პირველად მიიღო კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები, სადაც 500-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული. ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და საქართველოს აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ორგანიზატორებს კომპანიის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს ჩვენი კომპანიის კონკურსში ჩართვისთვის და აღიარებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსგავს კონკურსში წელს პირველად ჩაერთო და მოხარულები ვართ, რომ პირველსავე წელს შერჩეულ მონაწილეთა შორის მოვხვდით. ჩვენთვის მნიშნველოვანი, რომ კომპანიის ფინანსური ანგარიშებები იყოს სრულიად გამჭვირვალე და შეესაბამებოდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

ყოველწლიური ღონისძიება კომპანიების  ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics