|
2020-12-29 17:53:11, 595 ნახვა
საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი - კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი თანხები ბიუჯეტში უკვე ასახულია. „მთავრობა მზადაა დაასუბსიდიროს დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. ეს, პრაქტიკლულად, მოიცავს ოჯახების 90-95 პროცენტს. გარდა ამისა, ბიზნესის სექტორში ჩვენ გამოვყავით კვების მრეწველობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი და ვაპირებთ დავასუბსიდიროთ 50% მთელი წლის განმავლობაში. პანდემიის კონტექსტში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ პაკეტის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2020 წლის გაზაფხულზე შევიმუშავეთ და ასევე, ავამოქმედეთ მეორე ტალღის დროს 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია წყლის ტარიფი, რომელიც ნომინალურ გამოხატულებაში მცირედით იზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებიც არიან 70 ათას სარეიტინგო ქულამდე, მათთვის ეს მაინც მტკივნეულია, ამიტომ ვაპირებთ მათაც შევეხიდოთ (ეს ეხება თბილისს, რუსთავსა და მცხეთას). ეს ის მაქსიმუმია, რაც დღეს საქართველოს ბიუჯეტს შეუძლია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)