2020-12-29 15:37:55, 566 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ე.წ გაერთიანებული ოპოზიცია მარტივ მამრავლებად იშლება
განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ე.წ გაერთიანებული ოპოზიცია მარტივ მამრავლებად იშლება.
მისი თქმით, ოპოზიცია იმის მაგივრად რომ პარლამენტში შევიდეს და კითხვები დასვას ქუჩაში რჩება.
„ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენელს ან ე.წ გაერთიანებული ოპოზიციას, რომელიც არც არასდროს არსებულა და აღარ არსებობს ამას უკვე ფაქტებით ვხედავთ, რომ მათი შემადგენელი პოლიტიკური პარტიები მარტივ მამრავლებად იშლებიან. ე.წ გაერთიანებული ოპოზიციის რომელი წევრს, პარტია ან მათ რომელიმე დანაყოფებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და აქედან დასვა კითხვები, რომლებიც მათ აქვთ“, - განაცხადა წულუკიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან