22:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 13:03:14, 593 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დენის ტარიფის ზრდას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დენის ტარიფის ზრდას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს.

მისი თქმით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3 წლის წინ დამტკიცდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის გადამცემ ხაზებში, რაც, საბოლოო ჯამში, ტარიფში აისახება. 

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სემეკის კომპეტენციაში, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ კიდეც, არის ის, რომ დავიცვათ მოსახლეობა ტარიფის ზრდისგან. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიც არ უნდა იყოს ეს ფასნამატი და ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის, ჩვენ ამ 12 თვის, ყველაზე რთული პოსტკრიზისული წლის განმავლობაში, სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მომხმარებლების უდიდესი უმრავლესობისთვის - მათთვის ვინც, მოიხმარს 300 კლვტ ელექტროენერგიას თვეში და ასეთია ჩვენი ოჯახების 95 პროცენტი.

2020 წელს პანდემიამ უდიდესი კრიზისი გამოიწვია, რამაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ბევრი ბიზნესი და მათ შორის ენერგეტიკის სექტორი, რომელიც არის ყველა სხვა ბიზნესის ხერხემალი. შემცირდა ეკონომიკა, შემცირდა მოხმარება, შეუმცირდათ ენერგოკომპანიებს შემოსავლები და ამან შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება, თუ არ მოხდება ტარიფის შესაბამისი კორექტირება, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ტარიფის ზრდას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics