2020-12-28 21:43:50, 702 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ „მთავარ არხს“ უჩივის - სხდომა 31 დეკემბერს ჩაინიშნა
„ქართული ოცნება“ „მთავარ არხს“ უჩივის.
როგორც არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიზეზი მეორე ტურის წინ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, როდესაც „მთავარმა არხმა“ უფასო პოლიტიკური რეკლამა ეთერში არ გაუშვა.
„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ფოტოსურათებში ჩანს, რომ საჩივარს, რომელიც კომუნიკაციების კომისიაში 18 დეკემბერს შევიდა, ხელს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აწერს.
„ქართული ოცნების“ მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის გაგზავნილი საჩივრის განხილვის სხდომა 31 დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
აღნიშნულ ფოტოსურათებს „მთავარი არხი“ ავრცელებს:


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან