10:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 17:46:14, 516 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ურისკო იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის

როგორც კი პანდემიის პერიოდი გადაივლის, ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა იმისათვის, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ურისკო იქნება ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

 მისი განცხადებით, მთავრობის ვალის ნაწილში ქვეყანა თითქმის მიუახლოვდა 60 პროცენტიან ზღვარს და მომდევნო წელს შეადგენს 60.1 პროცენტს.

„მიუხედევად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მოხდა ვალის ზრდა და ეს იყო უფრო დიდი მოცულობის, ვიდრე თუნდაც 2008 -2009 წლების კრიზისის პერიოდში, ჩვენთვის ეს მაჩვენებელი მაინც არ არის სასურველი. ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ვალი შევამციროთ. ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ოთხწლიანი გეგმა, სადაც ასახულია როგორც დეფიციტის, ისე ვალის შემცირების მაჩვენებელიც. კანონის მოთხოვნით  და ვალი 57 პროცენტამდე, ანუ 60 პროცენტიანი ზღვარის დაბლა ჩამოდის,  თუმცა ეს მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ უნდა შევამციროთ ვალის მაჩვენებელი,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ამ დონეზე ვალის ყოფნა, რა თქმა უნდა, მომავალში რისკებს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics