20:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 14:45:24, 604 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია - მინდა მოვუწოდო ინვესტორებს, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა

მინდა მოვუწოდო ინვესტორებს, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისთვის და შესრულებისთვის  თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი რაღაც პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება. ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს. მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ წამოვიყვანეთ ქვემოთ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა და დღეს დღეში 1000-1500 ინფიცირებული გვყავს, როდესაც 1 თვის წინ ეს რიცხვი 5 000-ს უახლოვდებოდა.

აქ მთავარია, რომ ყველას უნდა გვესმოდეს ის კავშირი, რომელიც მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორისაა. მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა. პოსტ-კოვიდური ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით ნივთის მიღება, ამიტომ როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადავახალისოთ“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics