2020-12-28 11:36:26, 387 ნახვა
საზოგადოება
TDI მიიჩნევს, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ანტისემიტური ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია
TDI მიიჩნევს, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ანტისემიტური ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს აქამდე საჯაროდ არ დაუგმია საეკლესიო ანტისემიტიზმის გამოვლენის ფაქტი.
„20 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იოანემ, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”. ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება“, - აცხადებნ TDI-ში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საპატრიარქოს, რომ საჯაროდ კრიტიკულად შეაფასოს და დაგმოს მიტროპოლიტის ანტისემიტური ქადაგება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან