11:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-27 17:42:20, 784 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი - ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას

„ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი შანსია ახალი წლის შემდეგაც ერთპარტიული პარლამენტი იყოს.

„ვხედავთ ერთპარტიულ პარლამენტს, რომელმაც დიდი შანსია ასე განაგრძოს მუშაობა ახალი წლის შემდეგაც.

აბსოლუტურად მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გაცხადებული აქვს ძალიან მყარი პოზიცია და ის პარტიებიც კი, რომლებსაც ჯერ არ დაუწერიათ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხმამაღლა აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევის გარეშე, პარლამენტში არ შევლენ.

ოპოზიციური ერთობა არ დარღვეულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ გადაწყვიტა, ჯერჯერობით უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები არ დაეწერა.

ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არცერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics