11:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 22:04:44, 662 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს

„გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ მოლპარაკებებსაც არ გამორიცხავს პარტიებთან.

„მე გარწმუნებთ და მინდა ჩემი ოპტიმიზმი გაგიზიაროთ, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უახლოეს დღეებში უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში.

მე ვიცი, რომ ეს ზოგიერთებს ძალიან ეწყინებათ ამ ოპოზიციაში, რადიკალურ ნაწილს, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლების არჩევანს, პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს.

ვიცი, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს იყოს ერთი ადამიანი. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტში არასოდეს არ შევლენ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს იქნება პარტია და ეს იქნება არა ერთი და ორი პოლიტიკური პარტია. უახლოეს დღეებში ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მოლაპარაკებებით და პოლიტიკური დიალოგის საშუალებით, მათ შორის, არ გამოვრიცხავ, რომ გაგრძელდეს ინდივიდუალური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics