|
2020-12-26 13:03:00, 886 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - მმართველი პარტიის სუბიექტებმა, 2008-2020 წლებში, წინასაარჩევნო რეკლამაში 98 მლნ ლარამდე დახარჯეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედგების მიხედვით, მმართველი პარტიის სუბიექტებმა ან მათმა მხარდაჭერილმა კანდიდატებმა 2008-2020 წლებში, წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამაში 98 მლნ-მდე ლარი დახარჯეს. ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი - 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ცოტა - 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში დაიხარჯა. „კვლევის შედეგების მიხედვით, 2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 225 მლნ ლარამდე დახარჯეს, საიდანაც 134 მლნ ლარი (59%) პოლიტიკური რეკლამის ხარჯი იყო, რაც მოიცავს რეკლამის წარმოებას, განთავსებასა და გავრცელებას. ყველაზე მეტს რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რაც 2008-2020 წლებში 98 მლნ-მდე ლარს შეადგენს. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია. სარეკლამო ხარჯებიდან პოლიტიკური სუბიექტები ყველაზე მეტს სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავენ. 2008-2020 წლებში ეს ხარჯი 79 მლნ ლარზე მეტი (რეკლამისთვის დახარჯული თანხის 59%) იყო. საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი - 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ცოტა - 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში დაიხარჯა. წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერნეტრეკლამის ხარჯია - 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წელს - 3 მლნ ლარს. ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია - 2012-2020 წლებში ჯამში 1 მლნ ლარამდე. პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო დეკლარაციები ხარვეზებით არის შევსებული, განსაკუთრებით 2008-2011 წლებში; ხშირად რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული მონაცემების დამუშავება. მართალია, 2012-2020 წლებში დეკლარაციის ფორმები და შევსების სტანდარტიც შედარებით დაიხვეწა, თუმცა კვლავ ხშირად ვხვდებით არაერთგვაროვნად შევსებულ დეკლარაციებს, რაც მონაცემების ანალიზს ართულებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში. კვლევის სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)