|
2020-12-26 09:57:59, 1301 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ, 2021 წელს იწყება
ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას 2021 წლის გეგმები და თავდაცვის უწყების პრიორიტეტებიც გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალ წელს ჯარისკაცების სათანადოდ დაფასება, თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება, ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური შესაძლებლობების, არტილერიის მიმართულების გაძლიერება, ეროვნული სამხედრო მრეწველობის, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლება-გაუმჯობესება კვალავ გაგრძელდება. ყველა დასახული გეგმა, განსახორციელებელი პროექტი თუ თანმიმდევრული რეფორმა კი, ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას, თავსებადობის გაზრდას, ჯარისკაცებზე ზრუნვასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად: „შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვა, რომლის ფარგლებშიც, მომავალ წლებში სისტემურად დაიწყება ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ამ სისტემური და მე ვიტყოდი ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ 2021 წლიდან იწყება. 2021 წლის ბოლოს, ნაწილი 2022 წელშიც გადავა, ჩვენი ჯარი სრულად იქნება აღჭურვილი ნატოს სტანდარტების მ4-ის ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებითა და სხვა საშუალებებით. მომდევნო წელს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტისა და სხვა მექანიზმების მეშვეობით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნატოში ინტეგრაციის პროცესს და გავაგრძელებთ ღირსეულ მოღვაწეობას საერთაშორისო მისიებში მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად“ , - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესში ჩართულობისა და გამოხატული მხარდაჭერისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ქვეყნის ხელისუფლებას, სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ ქვეყნებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა: „ასე, როგორც ახლა ვართ ერთ ოჯახად წარმოდგენილი, ერთიანი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. აქტიური მუშაობით ჩვენს ჯარს უფრო ძლიერს გავხდით, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. ჩვენ ამ პრინციპს კიდევ უფრო აქტიურად დავიცავთ და ამ მიზნის ერთგული დავრჩებით“.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)