21:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 17:49:01, 426 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „როგორ შევქმნათ სტარტაპი“ დასრულდა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით პროექტი  „როგორ შევქმნათ სტარტაპი“ დასრულდა. პროექტი რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის იყო განკუთვნილი და მასში 170 ახალგაზრდა იყო ჩართული.

პროექტის მთავარი მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდები, რომელთაც აინტერესებთ სტარტაპზე მუშაობა, გააცნოს მათ მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებული ტრენდები და დაეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში საკუთარი იდეების განსახორციელებლად. ტრენინგები მიმდინარეობდა ზუგდიდში (42 მონაწილე), თელავში (38 მონაწილე), აჭარაში, გურიასა (50 მონაწილე) და ქართლში.(40 მონაწილე).  საერთო ჯამში, მონაწილეებისთვის  ჩატარდა 8 ტრენინგ კურსი.

იდეების გენერირების პროცესის პირველი სიმულაცია ზუგდიდსა და თელავში პროექტის გახსნაზე მოსწავლეებთან ფიზიკურად შეხვედრისას ჩატარდა, ხოლო შემდგომ ტრენინგებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, აჭარაში, გურიასა და ქართლში პროექტი სრულად დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს:  ბაზრის კვლევა, პროდუქტის ტექნიკური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია, სხვადასხვა ბიზნეს მოდელის განხილვა დისკუსიის რეჟიმში და სხვა.  მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ პროტოტიპებზე, რის შედეგადაც რამდენიმე გუნდს საცდელი ვებ-გვერდი უკვე აქვს მომზადებული. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა საკუთარი პროექტების პრეზენტაცია დემო დღისთვის მოამზადეს.

პროექტი ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“ განხორციელდა Kings Georgia - თან ერთად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics