05:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 12:48:36, 445 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური საგანელიძეზე: წასულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი

„წასულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიუარი დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გადასვლას. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, უმრავლესობის მომავალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს. ამასთან, მეჭიაურის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე მისი კანდიდატურა არ განიხილება.

„წასულზე უნდა თქვა ან კარგი ან არაფერი. ამ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია. უმრავლესობის მომავალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს ან არაფერი გააფუჭოს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერობის მთავარი კანდიდატად ზვიად კვაჭანტირაძე განიხილება. დეპუტატმა მედიასთან უკვე დაადასტურა, რომ მას უმრავლესობის ლიდერობა პრემიერმა თავად შესთავაზა. ეს საკითხი საბოლოოდ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics