23:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 12:33:34, 581 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიას საახალწლო ღონისძიებაში კულტურის მოღვაწეებისა და მუსიკოსების ჩასართავად 400 ათასი ლარი ასიგნება გამოეყოფა

თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რათა საახალწლო ღონისძიებაში ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, პანდემიამდე, ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო  ღონისძიებებში, თუმცა არსებული შეზღუდვების გამო, მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივ დროს პანდემიამდე, კულტურის მოღვაწეები და მუსიკოსები აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა. დღესდღეობით ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო, არ იფუნქციონირებენ რესტორნები, ჩვენ მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებში საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები. იცით, რომ თბილისის მერია სხვადასხვა საკონცერტო პროგრამას გეგმავს უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა“, - განაცადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics