22:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 11:14:04, 466 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ

 

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

 25 დეკემბრის  მონაცემებით:

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამის  ფარგლებში,  183,700-ზე მეტ ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 31.5 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 27 მლნ ლარი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
  • აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 123,700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად,  5.9 მლნ ლარამდე თანხა დაზოგეს. 
  • აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ. ლარს
  • მერძევეობის  დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაფორმებულია 120 ხელშეკრულება, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 6.8 მლნ. ლარზე მეტი.
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2,893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.
  • აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 384 ხელშეკრულება, მათ შორის  252 ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნე  ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა, ბენეფიციარებს ასევე  დაუფინასდათ სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და მოდერნიზებისთვის  შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენა და მათი სამონტაჟო სამუშაოები, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა და მონტაჟი. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 9.6 მლნ. ლარზე მეტი.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics