22:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 10:16:31, 518 ნახვა

საზოგადოება
მესტიაში აეროპორტის 10 წლის იუბილე აღნიშნეს

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს 10 წელი შეუსრულდა. ეს დღე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა. ოპერირების მიმართულებით კომპანიის დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ მესტიის აეროპორტის თანამშრომლებს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

,,თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ აეროპორტის ისტორიას და სწორედ თქვენ მოიტანეთ მესტიის აეროპორტი დღემდე. მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს იმ პატრიოტიზმისთვის, რომელსაც ამ რთულ პირობებში ჩვენი აეროპორტისთვის, თითოელი მგზავრისთვის და ქვეყნის საკეთილდღეოდ აკეთებთ“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ.

 შიდა ტურიზმის და კონკრეტულად, სვანეთის მხარის განვითარებაში მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 10 წლის განმავლობაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტით 45 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა.

,,ჩვენი აეროპორტის დახმარებით სვანეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი გამარტივდა. 10 წლის წინ ამ ადგილზე აეროპორტის გახსნამ სვანეთს, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოს ყველაზე მაღალთმთიანი მხარეა, ახალი დატვირთვა შესძინა - მთა და ბარი ერთმანეთს დააკავშირა და ადამიანებს დროის დაზოგვაში დაეხმარა. ჩვენი აეროპორტით საქართველოში ჩამოსულმა არაერთმა ტურისტმა ისარგებლა. ამიტომ, ტურიზმის განვითარებისთვის და პირველ რიგში ადგილობრივებისთვის მესტიის აეროპორტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ.

სვანეთში მოხვედრა ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის აეროპორტამდე სულ რაღაც 50 წუთში, ქუთაისის აეროპორტიდან კი 30 წუთშია შესაძლებელი. აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარის ტიპის ცემენტ-ბეტონის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიგრზე 1200 მეტრია. აეროპორტს სამი სამიმოსვლო ბილიკი აქვს. რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტს მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics