11:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 14:38:08, 1124 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ და Visa-ს ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად

„თიბისი“ და Visa პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“  ბენეფიციარ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას თავაზობს.  24 დეკემბრიდან, ყველას,  ვინც გააკეთებს ვიზა ბარათით შენაძენს ამ პროექტით შექმნილ ონლაინ მაღაზიებში - თანხის 25 % უკან დაუბრუნდება.

„ქეშბექის“ აქცია შეეხება Visa-ს ბარათით განხორციელებულ ყველა ტრანზაქციას. თიბისის და Visa-ს ინიციატივით, პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზიიის“  ფარგლებში 100 - ზე მეტი ონლაინ მაღაზია შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ბიზნესებს გაყიდვების ახალი არხების ათვისებაში. პროექტის ბენეფიციარები ძირითადად სტარტაპები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები არიან.

ერთის მხრივ, აქციის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს ბიზნესებს, რომ მათ საახალწლო ფასდაკლება შესთავაზონ მომხმარებელს „ქეშბექის“  სახით, ხოლო მეორეს მხრივ, ამით მოხდება ონლაინ ვაჭრობის წახალისება. აქცია დაეხმარება ონლაინ მაღაზიებს ცნობადობის გაზრდაში და პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებაში.

„ქეშბექის“ აქციაში 100-მდე მაღაზის ჩართვა იგეგმება,  რაც  მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ონლაინ მაღაზიების ჩამონათვალი განთავსებულია  ბმულზე https://shoptbcbusiness.ge/projects, ასევე, თიბისი ბიზნესის სოციალურ ქსელში. მაღაზიების სია კი, ყოველდღიურად ახლდება.

თანხის უკან დაბრუნების აქციით სარგებლობა მომხმარებლებს 14 იანვრამდე შეეძლებათ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics