00:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 11:08:10, 466 ნახვა

საზოგადოება
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დასრულდა.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა  საწარმოებმა  50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს.   შედეგად, ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა.  პროგრამაში ჩართვა შეეძლო  ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიდნენ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი 14 საწარმო შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პირობა ამოქმედდა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში.  „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ პროგრამაში ჩართულ საწარმოებს  საბრუნავი საშუალებებისთვის შეღავათიანი კრედიტის მიღება შეეძლოთ არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და გადამუშავების მიზნობრიობით. გაცემული თანხის ოდენობა  8,600,000  ლარს აღემატება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics