00:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 17:29:59, 913 ნახვა

საზოგადოება
საია - პოლიტიკური პროტესტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებაზე დასკვნა წარუდგინა.

ცვლილების მიხედვით პარტია ვერ ისარგებლებს სახელმწიფო დაფინანსებით:

1) თუ მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს;

2) თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, პირველ რიგში, ემსახურება პარტიების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფას. ის არ ემსახურება მხოლოდ პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ხელშეწყობას. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სჭირდებათ ფულად სახსრებზე წვდომა, რათა ამომრჩევლამდე მიიტანონ თავიანთი მიზნები და ხედვა პოლიტიკის შესახებ, და ამავე დროს მიიღონ ხალხის შეხედულებების თაობაზე ინფორმაცია.

ამ ფონზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა ორგანიზაციის მიერ აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი თვითნებური სასჯელი.

საია მოუწოდებს პარლამენტს მხედველობაში მიიღოს პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მიზნები, დანიშნულება, არ დაუშვას პოლიტიკური პარტიების არაპროპორციულად შემზღუდველი, დაუსაბუთებელი ნორმების გაჩენა კანონმდებლობაში და არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი.

უფრო დეტალურად, შეგიძლიათ იხილოთ დასკვნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics