17:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 16:03:09, 712 ნახვა

სამართალი
თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

მათი ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, თავს დაესხა „გალფის“ ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარი გასტაცა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ო.ტ. მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - „RETAY XR"-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულმა აღიარა, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს ასევე თავს დაესხა იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „იოლის“ ფილიალს, ცივი იარაღის მუქარით მაღაზიის სალაროდან 200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics