05:18 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 10:20:19, 314 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში - Council for Foreign and Community Relations, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

COFCOR-ის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსა და კარიბის ზღვის რეგიონს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და გამოთქვა სურვილი ხელი შეუწყოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ეწევა, რაც გამოიხატება ურთიერთვიზიტების ხშირ გაცვლასა და დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნაში. ამ მხრივ მინისტრმა გამოყო კუბაში საქართველოს საელჩოს გახსნა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ახლო მომავალში ასევე იგეგმება CARICOM-ის ყველა წევრი სახელმწიფოს დიპლომატიური გადაფარვა.

„საქართველო არის სანდო მეგობარი, საიმედო პარტნიორი რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას კარგი მმართველობის სფეროში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების გაზიარების, ასევე განათლების, ტურიზმის, სამართლებრივი სფეროს რეფორმირების სფეროებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics