|
2020-12-23 12:11:33, 631 ნახვა
საზოგადოება
ორჰუსის კონვენციის განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვაზე ორჰუსის კონვენციის ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირმა (National Focal Point) - ნინო გოხელაშვილმა 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის მომზადების პროცედურის, სტრუქტურის და კონვენციის შესრულების მდგომარეობის სამი პრინციპის (გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა) შესახებ ისაუბრა. საჯარო განხილვის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციების “მწვანე ალტერნატივას” და “საბუკოს” წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით. საჯარო განხილვას, რომელსაც ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და დაიტერესებული საზოგადოება, ფასილიტაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი უწევდა. საჯარო განხილვამდე საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტი საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა 16 ოქტომბერს. საზოგადოების მხრიდან მიღებული კომენატრებისა და შენიშვნების განხილვა მოხდა შესაბამისი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში. საჯარო განხილვისას მიღებული მოსაზრებების, კომენტარებისა და დისკუსიის საფუძველზე დარედაქტირდება დოკუმენტი და ანგარიშის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდებზე. მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ორჰუსის კონვენციის განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით გაიმართა. საქართველო, როგორც ორჰუსის კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, კონვენციის ყოველი მხარეთა შეხვედრისთვის, მოამზადოს და წარადგინოს კონვენციის შესრულების ეროვნული ანგარიში. ეროვნულ ანგარიშებში აღიწერება, თუ რა საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სხვა სახის ღონისძიებებს ატარებენ მხარეები კონვენციის მოთხოვნათა შესასრულებლად. ორჰუსის კონვენციის მხარე სახელმწიფოების მიერ ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 1 თებერვალი.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)