|
2020-12-23 00:03:57, 758 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის უწყებაში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა
პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის თავდაცვის უწყებაში არსებულ პროექტებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მისი განმარტებით, წელს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს 200-დან 800 ლარამდე სახელფასო დანამატი დაენიშნათ. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ახლადშემუშავებული ტრანზიციის პროგრამა გამოყო, რომელიც გრძელვადიან სამკურნალო შვებულებაში მყოფი სამხედროების აქტიურ სამხედრო სამსახურში დაბრუნებას ან სამოქალაქო ცხოვრებაში გადასვლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, მომავალი წლიდან რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ახალი პროგრამა დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას თავდაცვის უწყება სრულად უზრუნველყოფს. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით გახსნილი მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრი დაჭრილი სამხედროების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს. მინისტრისვე თქმით, ამავე მიზნით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობენ. მან მაგალითად დაასახელა წელს ამერიკაში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში ქართველი დაჭრილი სამხედროების მონაწილეობა და სხვადასხვა სახეობაში მოპოვებული 41 მედალი. მინისტრობის კანდიდატმა მზადყოფნა გამოთქვა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობის კუთხით. მისი განცხადებით, ქართველ მებრძოლებზე ზრუნვა სოციალური პასუხისმგებლობაა და კერძო და სახელმწიფო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)